ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, უნგრეთის საელჩოს მხარდაჭერით, 2026 წლის 16-17 მარტს გამართავს მთარგმნელ მანანა სალაძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ქართულ-უნგრული ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობები.
კონფერენცია გაიხსნება 16 მარტს, 11 საათზე, თსუ სააქტო დარბაზის ფოიეში.
დამატებითი ინფორმაცია იხ. კონფერენციის პროგრამაში.